ირაკლი კობახიძე: ჩვენი სურვილი არის ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა, ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ მშვიდობის მთავარი გარანტი ქვეყნისთვის მაინც არის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ეს ყველამ კარგად უნდა დაიმახსოვროს

“ჩვენი სურვილი არის ევროკავშირში გაწევრიანება, თუმცა ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ მშვიდობის მთავარი გარანტი ქვეყნისთვის მაინც არის მისი საკუთარი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ეს ყველამ კარგად უნდა დაიმახსოვროს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის გაფრთხილება, რომლისთვისაც იბრძოდა არაერთი თაობა.

„რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილი და მიზანია ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, შევინარჩუნოთ განვითარება, პირველ რიგში უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. იმას, რისთვისაც იბრძოდა ჩვენი ქვეყნის არაერთი თაობა, მათ შორის 80-იან, 90-იან წლებში. დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი არის ქვეყანაში მშვიდობის და განვითარების უმთავრესი გარანტი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები