სულხან თამაზაშვილმა ზორტიყელის მთაში ,,შუამთობის” დღესასწაული ადგილობრივ მოსახლეობას მიულოცა 

ზორტიყელის მთაში სახალხო დღესასწაული – „შუამთობა” აღინიშნა. დღესასწაული ადგილობრივებსა და სტუმრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა მიულოცა.

სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობის გეგმა მიმართულია მაღალმთიანი აჭარის განვითარებისკენ, ტურისტული პოტენციალის გაზრდისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.

„მიხარია, რომ თქვენთან ერთად ზორტიყელის მთაში ვზეიმობ შუამთობის დღესასწაულს. უმნიშვნელოვანესია, შევინარჩუნოთ ჩვენი ტრადიციები – ეს დღე კი ამის ნათელი მაგალითია. როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, გპირდებით, რომ მთის ხალხს, მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობას, ჩემი მაქსიმალური მხარდაჭერა გექნებათ. უმნიშვნელოვანესია, მთაში შენარჩუნდეს მოსახლეობა. სწორედ ამიტომ, ჩვენი გეგმები მიმართულია მაღალმთიანი აჭარის განვითარებისკენ, ტურისტული პოტენციალის გაზრდისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ. გულწრფელად ვაფასებ თქვენს თავდაუზოგავ შრომას. თქვენი როლი რეგიონის განვითარებაში განსაკუთრებულია” – აღნიშნა სულხან თამაზაშვილმა.

ღონისძიების ადგილას მოწყობილი იყო საგამოფენო და შემეცნებით-გასართობი სივრცეები.

ღონისძიება საზეიმო კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც ადგილობრივი და მოწვეული ანსამბლები მონაწილეობდნენ.

მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, სახალხო დღესასწაულს აჭარის მთავრობის წევრებიც ესწრებოდნენ.

ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები