ირანმა ისრაელზე თავდასხმები შეაჩერა

ირანი ისრაელზე თავდასხმებს წყვეტს, თუმცა აფრთხილებს, რომ თუ ისრაელი ლიბანს თავს დაესხმება, კიდევ უფრო დამანგრეველ დარტყმებს განახორციელებს, – ნათქვამია ირანის შეიარაღებული ძალების „ხათამ ალ-ანბიას“ ცენტრალური შტაბის განცხადებაში.

“ირანის შეიარაღებული ძალების ოპერაცია შეწყდა, თუმცა თუ აგრესია გაგრძელდება, მათ შორის სამხრეთ ლიბანში, უფრო დამანგრეველი და ძლიერი ზომები იქნება მიღებული“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ირანული საინფორმაციო სააგენტო „ფარსი“ ავრცელებს.

ირანის სამხედრო სარდლობის შტაბ-ბინამ ისრაელზე განხორციელებულ დარტყმებს „სასწავლო გაკვეთილი“ უწოდა.

შეგახსენებთ, 7 ივნისს საღამოს, ირანმა ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა ისროლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები