რუსეთში, ბელგოროდის ოლქის მახლობლად ძლიერი აფეთქება მოხდა
რუსეთში ქალაქ ბელგოროდის დასავლეთ შემოგარენში ძლიერი აფეთქება მოხდა. მედიის ცნობით, ინციდენტი დასახლება ბელოვსკოეს მახლობლად დაფიქსირდა. ინფორმაციას rambler.ru ავრცელებს.
მათივე ცნობით, აფეთქება დღეს დილით მოხდა და მისი ხმა რამდენიმე დასახლებაში ისმოდა. შემთხვევის ადგილზე გაჩნდა კვამლი და დაზიანდა შენობის ინფრასტრუქტურა.
აფეთქების შედეგად, სავარაუდოდ, არავინ დაშავებულა, დაზიანდა სავაჭრო ცენტრი „კლასი“ და რამდენიმე სავაჭრო წერტილი.
ადგილზე მუშაობენ საგანგებო სამსახურების თანანშრომლები. ზარალისა და შესაძლო დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.