დავით მათიკაშვილი: თუ ვინმეს ჰგონია ფოჩიან კანფეტებზე გაყიდის ჩვენი ხალხი საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობას და სურვილს, იყოს წარმატებული, დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, ძალიან ცდება

“თუ ვინმეს ჰგონია ფოჩიან კანფეტებზე გაყიდის ჩვენი ხალხი საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობას და საკუთარ სურვილს, იყოს წარმატებული, დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, ძალიან ცდება”, – ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ
დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„ჩვენი საზოგადოებისთვის ორჯერ ორი ოთხია და ძალიან კარგად აღქმადი ის, რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა და ომის პრევენცია, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის დაცვა, ტერიტორიული მთლიანობისადმი გადადგმული ნაბიჯები და სწრაფვა ქვეყნის გაერთიანებისკენ, არის ის სასწორი პინაზე არსებული ფასეულობა, რომელსაც საპირწონედ არაფერი გააჩნია ამ ქვეყანაზე. ხაზს ვუსვამ და ვიმეორებ – არაფერი. ეს ძალიან კარგად ესმით და იციან, ყოველ შემთხვევაში უნდა იცოდნენ ევრობიუროკრატიაში. თუ რამ მართლაც დაანგრევს იმ სწრაფვას ევროკავშირის მიმართ, თუ მართლაც საბოლოოდ ჩამოაქცევს ევროღირებულებებს, იმ ღირებულებებს, რის გარშემოც თავის დროზე ევროკავშირი იყო შექმნილი და ჩვენ რომ 78-ე მუხლს მოვიაზრებდით საქართველოს კონსტიტუციაში, სწორედ ამ ღირებულებებს მოვიაზრებდით პირველ რიგში, თანასწორობას, სამართლიანობას, ეკონომიკურ კეთილდღეობას. თუკი ამ ყველაფერს ჩამოშლის და ჩამოანგრევს, ეს იქნება ამ უსამართლო, ძალმომრეობითი კამპანიის დასასრული. არა ხელისუფლების, არა საპარლამენტო თუ აღმასრულებელი რგოლების, არამედ ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ქართველი ხალხი ამ ყველაფერს ძალიან ზუსტად და სწორად გაიგებს.

თუ ვინმეს ჰგონია ფოჩიან კანფეტებზე გაყიდის ჩვენი ხალხი საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობას და საკუთარ სურვილს, იყოს წარმატებული, დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, ძალიან ცდება. ამიტომაც, ვიმედოვნებ საბოლოო ჯამში მეტად საღი აზრით მოეკიდება ყველა ამ მნიშვნელოვან საკითხს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები