ზამურ ჭითანავამ მოადგილეებთან და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, მოადგილეებთან და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

“შეხვედრაზე ზამურ ჭითანავამ მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები წარადგინა და მათ განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა. შეხვედრის ფარგლებში, ასევე, განიხილეს ჯანდაცვის, სოციალური და სხვა მიმართულებებით არსებული გამოწვევები და მათი ეფექტიანად გადაჭრის გზები.
როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, აღნიშნა, ადგილობრივი თვითმმართველობის მთავარ მიზანს მუნიციპალიტეტში მცხოვრები თითოეული მოქალაქის საცხოვრებელი გარემოსა და პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები