საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 742 ათასი ადამიანია

საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 742 ათასი ადამიანია.

ამის შესახებ საპენსიო ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია.

“2026 წლის 31 მაისის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 32,302 პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 160,612,324.43 ლარი.

მაისის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 9.4 მილიარდ ლარს მიაღწია, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.7 მილიარდ ლარს გადააჭარბა”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები