უკრაინის თავდაცვის ძალები ნოვოროსიისკში მდებარე ნავთობტერმინალის დაზიანების შესახებ იუწყებიან

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უპილოტო სისტემების ძალების პირველი ცალკეული ცენტრის ოპერატორებმა, სპეციალური ოპერაციების ძალებთან და თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფებთან კოორდინაციით, რუსეთის კრასნოდარის მხარეში, ქალაქ ნოვოროსიისკში მდებარე „გრუშოვაიას“ ნავთობგადამტვირთავ ტერმინალზე დარტყმა განახორციელეს.

უკრაინული მხარის განცხადებით, ოპერაციის შედეგად ობიექტის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. გენერალურ შტაბში აღნიშნავენ, რომ დარტყმის შედეგების დაზუსტება კვლავ მიმდინარეობს.

„გრუშოვაია“ ნოვოროსიისკის ნავთობინფრასტრუქტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია და ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადატვირთვისა და ექსპორტისთვის გამოიყენება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები