“რჩება პოლიტიკური გამოწვევები თურქეთთან მიმართებით, ამიტომ, სამომავლო ჭრილში შესაძლებელია, ამ ქვეყნის ჩართულობის და მონაწილეობის პერსპექტივაზე ვისაუბროთ“ – მათიკაშვილი

“უმნიშვნელოვანეს ფორმატს წარმოადგენს ეს ყოველწლიური შეხვედრები სამ სტრატეგიულ პარტნიორს შორის”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა თურქეთში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე საუბრისას განუცხადა.

„ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ყველაფერს ვაკეთებთ ამ ფორმატის და ამ ფორმატის მიღმა ფარგლებში, რომ ურთიერთდაკავშირებადობის, ეკონომიკური, უსაფრთხოების, კულტურული და სხვა განხრით ურთიერთობების ჭრილში გვქონდეს საუკეთესო ურთიერთობა იმისთვის, რომ სამივე ქვეყნის განვითარება იყოს მაქსიმალურად გამოყენებული სამივე ქვეყნის და რეგიონის საკეთილდღეოდ.

ცოტა ხნის წინ იყო მოცემულობა, როდესაც იყო პრაქტიკულად საომარი ვითარება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, დღეს სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია. რჩება პოლიტიკური გამოწვევები თურქეთთან მიმართებით, ამიტომ, სამომავლო ჭრილში შესაძლებელია, ამ ქვეყნის ჩართულობის და მონაწილეობის პერსპექტივაზე ვისაუბროთ“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები