ალექსანდრე სარიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად კარლ ჩერნის სახელობის კონკურსის დასკვნით ღონისძიებას დაესწრო

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მარიკა ორაგველიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში კარლ ჩერნის სახელობის კონკურსის დასკვნით ღონისძიებას დაესწრო. ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.

“კონკურსი, რომელიც 2 ივნისს გაიხსნა, საქართველოს ხელოვნების აკადემიის რექტორის, გამოჩენილი პიანისტის ვალერიან შიუკაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა.
წელს კონკურსი მეოთხედ გაიმართა და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 18 სამუსიკო სკოლა და 85 კონკურსანტი მონაწილეობდა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები