ტრამპმა ისრაელსა და ირანს საჰაერო დარტყმების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელსა და ირანს მოუწოდა, ორმხრივი სამხედრო მოქმედებები და საჰაერო დარტყმები დაუყოვნებლივ შეწყვიტონ.
ტრამპმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც რეგიონში ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა და ორივე მხარემ ერთმანეთის წინააღმდეგ ახალი იერიშები განახორციელა.
მისი თქმით, კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობას საფრთხეს უქმნის და აუცილებელია საბრძოლო მოქმედებების შეჩერება.
მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსაც ესაუბრა და მხარეებს თავშეკავებისა და დაძაბულობის შემცირებისკენ მოუწოდა.