„ქართული ოცნების” აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, სულხან თამაზაშვილმა, ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი ადგილობრივ მხარდამჭერებს წარუდგინა
პარტია „ქართული ოცნების” აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, სულხან თამაზაშვილმა, ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი ზაზა დიასამიძე ადგილობრივ მხარდამჭერებს წარუდგინა.
სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ ზაზა დიასამიძე, როგორც ხელვაჩაურის მოქმედი მერი მაღალი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით უძღვება თავის საქმიანობას.
მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ ერთობლივად, მუნიციპალიტეტის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის, არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებენ.
ზაზა დიასამიძეს აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. ის გახლდათ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ხოლო 2021 წლიდან იკავებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობას.
სულხან თამაზაშვილთან ერთად ქობულეთის მერობის კანდიდატი მხარდამჭერებს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ და პარტია ,,ქართული ოცნების” ხელვაჩაურის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა მინდია დიასამიძემ წარუდგინეს.