თურქეთის საგარეო უწყება: ვიმედოვნებთ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოეწერება

მოხარულები ვართ, რომ სომხეთში საპარლამენტო არჩევნები წარმატებით, მშვიდ და წყნარ გარემოში დასრულდა. ვიმედოვნებთ, რომ არჩევნების შედეგები სომეხი ხალხისთვის სასარგებლო იქნება, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ვიმედოვნებთ, რომ არჩევნების შემდგომი პერიოდი ხელსაყრელ პირობებს შექმნის აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისთვის. ამ მიზნით, თურქეთი, როგორც ადრე, გააგრძელებს რეგიონული სტაბილურობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობას რეგიონის ქვეყნების საერთო ინტერესების საფუძველზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები