თეთრი სახლი რუსეთთან ურთიერთობაში ტრამპის წითელ ხაზებზე საუბრობს

ამერიკის ლიდერს, დონალდ ტრამპი არ სურს რუსეთთან ურთიერთობაში უკრაინის საკითხის მოგვარებისთვის წითელი ხაზების გავლება, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა.

„არ მინდა, ამ ტრიბუნიდან ან მისი სახელით პრეზიდენტ ტრამპისთვის წითელი ხაზები დავადგინო. თუმცა, მან სინამდვილეში მოუწოდა უკრაინას და რუსეთს, პირდაპირ ჩაერთონ ჰუმანიტარულ საკითხებში და ჩვენ უკვე ვხედავთ პროგრესს“, – თქვა მან.

ლევიტმა აღნიშნა, რომ სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების შემდეგ, მხარეებმა სამხედრო ტყვეების რამდენიმე გაცვლა განახორციელეს.

ცნობისთვის, გასულ შაბათს კრემლმა და თეთრმა სახლმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ტრამპს შორის 15 აგვისტოს ალასკაში გასამართი შეხვედრისთვის მზადება გამოაცხადეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები