რას ჰყვება ქართველი მეზღვაური, რომელიც ებოლათი დაინფიცირებულის გემზე იმყოფება

   ებოლას საფრთხის გამო მექსიკისკენ მიმავალმა საკრუიზო გემმა მარშრუტი შეცვლა და ტეხასის პორტში დაბრუნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხომალდ “კარნავალ მეჯიკზე” იმყოფებოდა დალასის კლინიკის ერთ-ერთი თანამშრმელი, რომელსაც შესაძლოა შეხება ჰქონოდა ებოლათი დაავადებულ პაციენტთან.
ხომალდზე გავრცლებული ინფორმაციით, 4 ქართველიც არის. ერთ-ერთი მათგანის ახლობელი “კურიერს” დაუკავშირდა და ხომალზე მომხდარ დეტალებზე საუბრობს. მისი თქმით, გემის ერთ-ერთი მგზავრი დაიღუპა. თუმცა ამ ფაქტს ოფიციალური წყაროები ამ ეტაპზე არ ადასტურებენ.
სააგენტო “როიტერის“ ინფორმაციით, 21 დღიანი საინკუბაციო პერიოდის გასვლისა და სიმპტიმების არქონის მიუხედავად, იგი მეუღლესთან ერთად საკუთარი ნებით იზოლაციაში მოექცა. პრევენციის მიზნით ხომალდზე სანაპირო დაცვის ვეტრმფრენით მედიკოსები დაეშვნენ და მათ სისხლის ანალიზებიც აუღეს.
ეკიპაჟის წევრები ამბობენ, რომ ყველა მგზავრი გაფრთხილებულია და მათი დაავადების რისკი ფაქტობრივად არ არსებობს.
ხომალდზე მყოფი ერთ-ერთი ქართველის ბაჩანა გოგიტიძის მეგობარი გიორგი ტრაპაიძე აცხადებს, რომ მას ხომალდზე მყოფი მეგობარი გუშინ დაუკავშირდა და უთხრა, რომ გემზე მყოფებს საკარანტინოდ ამზადებდნენ.
“გემზე ებოლას შემთხვევა 15 ოქტომბერს დაფიქსირდა. ხომალდი ტეხასიდან მექსიკაში მიემართებოდა, თუმცა იქ არცერთმა პორტმა არ მიიღო და იძულებული გახდა უკან ტეხასში დაბრუნებულიყო. ჩემმა მეგობარმა გუშინ დამირეკა და ამის შესახებ მომიყვა. მითხრა, რომ დაავადებული მათგან იზოლირებულია , თუმცა საკარანტინოდ გვამზადებენო, გემზე საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე იმყოფება ისინიც ეკიპაჟის შემადგენლობაში არიან“, – განაცხადა გიორგი ტრაპაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები