13 აგვისტოს ტრამპის, ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების ონლაინ შეხვედრა გაიმართება
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და სხვა ევროპელი ლიდერები ოთხშაბათს, 13 აგვისტოს, ონლაინ მოლაპარაკებებზე მიიწვია, რომელიც ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ პუტინს შორის დაგეგმილი შეხვედრის ფონზე, უკრაინაში არსებულ ვითარებას ეხება.
მოლაპარაკებები, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთზე ზეწოლის შემდგომ ვარიანტებსაც განიხილავს. გარდა ამისა, განხილული იქნება შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების მომზადება და ტერიტორიული პრეტენზიებისა და უსაფრთხოების საკითხები.
გერმანიის, ფინეთის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, პოლონეთის, უკრაინის მთავრობის მეთაურები, ევროკომისიის პრეზიდენტი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ნატო-ს გენერალური მდივანი, ასევე აშშ-ის პრეზიდენტი და მისი მოადგილე სხვადასხვა შემადგენლობის მრგვალი მაგიდის დისკუსიებში მიიღებენ მონაწილეობას.