უამინდობის გამო თბილისში სამაშველო სამსახურში 50-მდე გამოძახება დაფიქსირდა
უამინდობის გამო დედაქალაქის მასშტაბით სამაშველო სამსახურში მთელი დღის განმავლობაში 50-მდე შეტყობინება შევიდა. საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, 15 გამოძახება სახურავის გადახდაზე და 23 გამოძახება ხეების წაქცევაზე დაფიქსირდა. აქედან მხოლოდ 2 შემთხვევაში ხე მანქანას დაეცა, თუმცა მსხვერპლი არ ყოფილა.
ხის დაცემის 2 ძლიერი შემთხვევა იყო ლილოს ბაზრობაზე და მოსკოვის გამზირზე. ლილოს ბაზრობაზე ალვის ხე დაეცვა 3 ავტომანქანას, თუმცა მანქანაში არავინ იმყოფებოდა და არავინ დაშავებულა. იგივე შემთხვევა დაფიქსირდა მოსკოვის გამზირზეც, სადაც ხე ავტომანქანას დაეცა. დაშავებული აქაც არავინ ყოფილა.
სინოპტიკოსების თქმით, ქარი და ნალექი დღის ბოლომდე შენარჩუნდება, ხოლო ხვალ დღის მეორე ნახევარში გამოდარებს. დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში წვიმიანი ამინდები კვლავ შენარჩუნდება.