„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამტრედიის მერობის კანდიდატად დღეს, ოფიციალურად დასახელდა მოქმედი მერი დავით ბახტაძე
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამტრედიის მერობის კანდიდატად დღეს, ოფიციალურად დასახელდა მოქმედი მერი დავით ბახტაძე. ამის შესახებ ინფორმაციას, სამტრედიის მერია ავრცელებს.
,,სამტრედიის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ და შედეგიან მერს მოსახლეობა კარგად იცნობს როგორც პასუხისმგებლობიან, ენერგიულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, მუდამ ხალხის სამსახურში მყოფ ხელმძღვანელს”,- წერია ინფორმაციაში.