ზესტაფონის მერია: კოხრის დასახლებაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

,,მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, პირველ სვირში, კოხრის დასახლებაში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს”,- ამის შესახებ ზესტაფონის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, პროექტის ღირებულება 333 179 ლარს შეადგენს.

,,ინფრასტრუქტურული პროექტის მონიტორინგი ზესტაფონის მერის მოვალეობის შემსრულებელმა – ვახტანგ ღამბაშიძემ თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად განახორციელა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

პროექტის ღირებულება 333 179 ლარს შეადგენს. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მოსახლეობა მარტივად შეძლებს ცენტრალურ მაგისტრალთან დაკავშირებას, ასევე შიდა საუბნო გზებზე გადაადგილებას”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები