მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა, სოფელ ქსოვრისში, შიდა საუბნო გზების კეთილმოწყობის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერმა – დიმიტრი ზურაბიშვილმა, მოადგილეებთან – თამაზ ფოლოდაშვილთან და გიორგი ბაჯაძესთან ერთად, სოფელ ქსოვრისში შიდა საუბნო გზების კეთილმოწყობის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა.

ინფორმაციას, მცხეთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, ასფალტბეტონის საფარი დაიგო 1-კილომეტრიან მონაკვეთზე. ასევე, მოეწყო ეზოებამდე მისასვლელი ადგილები.

სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსდა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 347 891 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები