ეკა ბესელიამ ფოთში მცხოვრებ 17 შშმ პირს ეტლები გადასცა
დღეს ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ, ფოთში მცხოვრებ 17 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს ეტლები გადასცა.
აღნიშნული საქველმოქმედო აქცია, არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი აზრის“ ინიციატივით, ფონდ „სიცოცხლის ხის“ დახმარებით და მაჟორიტარ დეპუტატ ეკა ბესელიას მხარდაჭერით გაიმართა.
„საზოგადოებრივი აზრი“ და ფონდი „სიცოცხლის ხე“, აქციის ფარგლებში ეტლებით აფხაზეთიდან დევნილ შშმ პირებსაც უზრუნველყოფს
. “ჩვენ ვაგრძელებთ ამ სოციალური მხარდაჭერის პროექტს,ეს არის ის მინიმალური სოლიდარობის გამოხატულება რაც შეგვიძლია გავუკეთოთ ამ ადამიანებს.ამ მხარდაჭერით და თანადგომით მე მგონია რომ შეგვიძლია ყველა პრობლემის გადალახვა და გადაჭრა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.