ირაკლი ღარიბაშვილმა მირზაანის მოსახლეობას ფიროსმანობის დღესასწაული მიულოცა

   საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მირზაანის მოსახლეობას ფიროსმანობის დღესასწაული მიულოცა. მთავრობის მეთაური ფიროსმანის მშობლიურ სოფელში დღეს ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივებს გაესაუბრა და სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე გამოფენილ ხალხური რეწვის ნიმუშებს გაეცნო.
პრემიერმა ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენაც დაათვალიერა და მუზეუმის დირექტორს ანზორ მაძღარაშვილს ნახატებზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა.
“ეს არის გმირი კაცი, რომელმაც დაიცვა მუზეუმი, რომ ეს ნახატები სააკაშვილს არ წაეღო სახლში. ამ კაცმა გაუძლო “მხედრიონს”, ყაჩაღებს, კრიმინალებს და სააკაშვილმა წაიღო ნახატები რამდენიმე წელი. ჩვენი მოსვლის შემდეგ ეს ნახატები დავაბრუნეთ”, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბავშვობა ამ რეგიონში გაატარა და კარგად ახსოვს ის მძიმე წლები, რომელიც იდგა მუზეუმში. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მუზეუმის დირექტორის დამსახურებაა, რომ ფიროსმანის ყველა ორიგინალი ნამუშევარი შემონახულია.
“ჩამოვედი, რომ ფიროსმანობა მომელოცა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ძალიან კარგი დღე და კარგი განწყობაა”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები