გემზე, რომელშიც სავარაუდოდ ებოლათი დაავადებულია, ქართველი მეზღვაურები იმყოფებიან

 საპარლამენტო უმცირესობის წევრის გოგა ხაჩიძის ინფორმაციით, საკრუიზო ხომალდ Carnival Magic -ზე, რომელზეც სავარაუდოდ ებოლას ვირუსი აღმოჩნდა, ქართველი მეზღვაურებიც იმყოფებიან. აღნიშნულის შესახებ დეპუტატი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
„კვირა“ ინფორმაციის გადასამოწმებლად საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებას ცდილობს. ასევე, დავუკავშირდით საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის დეპარტამეტის პრესსამსახურს, სადაც განაცხადეს, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ, ხოლო არასამუშაო დღის გამო გადამოწმებას ვერ შეძლებენ.
გამოცემა The telegraph-ის ინფორმაციით, ტეხასის გემზე, სავარაუდოდ ემბოლას ვირუსით დაავადებული მგზავრი იმყოფება. ქალი, რომელიც შესაძლოა ვირუსით არის დაავადებული, დალასის საავადმყოფოში ლაბორატორიის ხელმძღვანელად მუშაობდა, სადაც პირველად ემბოლას ვირუსით დაავადებული ადამიანი გარდაიცვალა. თუმცა ამბობენ, მას 5 ოქტომბერს გარდაცვლილ პაციენტთან არანაერი კონტაქტი არ ჰქონია. 12 ოქტომბერს, მგზავრი ერთკვირიან კრუიზში გაემგზავრა. მას შემდეგ რაც ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დაიწყო კვლევა და გამოძიება იმ პირთა, რომლებიც ემბოლას ვირუსით იყვნენ დაავადებულნი, 15 ოქტომბერს ქალმა თავის ქმართან ერთად კაიუტაში ჩაკეტვა გადაწყვიტა. იგი ამბობს, რომ სრულიად ჯანმრთელია და არცერთი სიმპტომი არ აწუხებს, ხოლო მას შემდეგ რაც ის შეეხო ემბოლას ვირუსის ნიმუშებს 20 დღე გავიდა. ადამიანები, რომლებსაც შესაძლოა კონტაქტი ჰქონდათ ვირუსთან, კონტაქტიდან 21 დღის შემდეგ საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. მგზავრის ქმედებებიდან გამომდინარე, ეკიპაჟი იძულებულია, ქალი უკან აშშ-ი დააბრუნოს.
გემი დღეს შედის ტეხასის პორტში, სადაც ეკიპაჟის წევრებს სავარაუდოდ კარანტინში გადაიყვანენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები