ირაკლი ლატარია: ისტორიას და ფაქტებს ვერ წაშლით, ჟურნალისტებს წინ გედგათ ორი ლიდერი, კობახიძე – მდინარაძე და უარგუმენტოდ და სასაცილოდ დაგტოვათ
“სულ რომ ამოხტეთ “ნასკებიდან” ისტორიას და ფაქტებს ვერ წაშლით, “- ამის შესახებ ექსპერტი ირაკლი ლატარია, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ოპოზიციურ მედიას ორი ლიდერი, ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე ედგა წინ, რომლებმაც უარგუმენტოდ და სასაცილო მდგომარეობაში დატოვეს.
“სულ რომ ამოხტეთ ნასკებიდან ისტორიას და ფაქტებს ვერ წაშლით!!!
ამ დებილ ჟურნალისტებს წინ გედგათ ორი ლიდერი, კობახიძე – მდინარაძე და იმდენად უარგუმენტოდ და სასაცილოდ დაგტოვათ, მხოლოდ ორი რამის ტრიალი დაიწყეთ, ზახაროვა – რიჟვაძე, ზახაროვა – რიჟვაძე!!
რომ გეუბნებით უსამშობლო დებილები ხართ-თქო, გწყინთ! აბა რა ხართ? მგონი პირველად დაგემართათ, აქეთ დაგისვათ კითხვა პრემიერმა და ყურში რომ ეკარნახათ, ეგეც ვერ გაქაჩეთ.
მაგიტომაც ხართ იქ – სადაც ხართ და მაგიტომაც შეხვალთ ისტორიაში, როგორც სამშობლოს მოღალატენი!!!
დიდი წერტილი.” – წერს ლატარია.