ბათუმში ჭადრაკში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი იმართება
ბათუმში ჭადრაკში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი იმართება. საზეიმო გახსნა დრამატულ თეატრში მოეწყო. ტურნირში მონაწილეობას 45 ქვეყნის 1000-მდე მოზარდი იღებს. მათ შორის ყველაზე მეტი, 140 მონაწილე, საქართველოდან არის.
ტურნირი გოგონათა და ვაჟთა შორის 8-დან 18 წლამდე 6 ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდება.
ორგანიზატორები საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია და ევროპის საჭადრაკო კავშირნი არიან.
„ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია საჭადრაკო და აგრეთვე სპორტული. მოგეხსენებათ, რა საჭადრაკო ტრადიციები გვაქვს. ამიტომ, ეს ის თაობაა, რომლებმაც უნდა ასახელონ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეტა მინისტრმა ლევან ყიფიანმა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმი ამ ჩემპიონატს მეორედ მასპინძლობს. პირველად ის ოთხი წლის წინ ჩატარდა.