ქალაქ ახალციხეში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გიორგი მიქელაძემ, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ, მოადგილეებთან, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ახალციხის 104-ე ქვეითი კადრირებული ბატალიონის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქის ცენტრალურ პარკში სამშობლოსთვის თავდადებულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი. ამის შესახებ ინფორმაციას, ახალციხის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ომში გარდაცვლილთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა დეკანოზმა მამა იოანე გელაშვილმა.
,,პანაშვიდს ვეტერანები, ქალაქის საზოგადოების, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სამხედრო მოსამსახურეები და ომში დაღუპული გმირის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში სამცხე-ჯავახეთიდან 6 ჯარისკაცი დაიღუპა”,- წერია ინფორმაციაში.