ნეთანიაჰუ: ირანმა და „ჰეზბოლამ“ ახალი წესების დაწესება სცადეს, რაც ჩვენთვის მიუღებელია
ირანი და მისი მარიონეტული „ჰეზბოლა“ იმაზე უფრო სუსტია, ვიდრე ოდესმე, ხოლო ისრაელი იმაზე უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
მისივე თქმით, ისრაელის ბრძოლა მათ წინააღმდეგ ჯერ არ დასრულებულა.
მანვე დასძინა, რომ ირანმა და „ჰეზბოლამ“ სცადეს მათთვის ახალი წესების დაწესება, რაც მიუღებელია.
„მინდა გითხრათ – ჩვენი გმირი მებრძოლები „ჰეზბოლას“ ანადგურებენ.
„თუ ირანი შეცდომას დაუშვებს და ჩვენ წინააღმდეგ თავდასხმებს განაახლებს, მაშინ ჩვენ მათ ძლიერ პასუხს გავცემთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.