სამტრედიაში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
სამტრედიაში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ინფორმაციას, მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში 169 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, მათ შორის ოთხი სამტრედიელი – მარლენ ბარამია, ავედიკ ლომიძე, ლაშა თევზაძე და ლევან მელქაძე.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიამ დაღუპულთა ოჯახებს ფინანსური დახმარება გადასცა”-, წერია ინფორმაციაში.