საჩხერის მერია: 2008 წლის 8 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად კაპრალ ირაკლი ბაზაძის საფლავი და მემორიალი გვირგვინით შეიმკო
საჩხერის მერიის ინფორმაციით, 2008 წლის 8 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად, დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად კაპრალ ირაკლი ბაზაძის საფლავი და მემორიალი გვირგვინით შეიმკო.
მათივე ცნობით, პატივის მიგების ცერემონიაში მონაწილეობა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ივანაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მიიღო.
,,#ირაკლიბაზაძე_საქართველოსგმირი
#დიდებაგმირებს
2008 წლის 8 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად გვირგვინით შეიმკო კაპრალ ირაკლი ბაზაძის საფლავი და მემორიალი.
,,ირაკლი ბაზაძე დაიბადა 1986 წლის 7 ოქტომბერს, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახათაურში. სკოლის დამთავრების შემდეგ, გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური. 2006 წელს კი შევიდა სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში; მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების, გაერთიანებული შტაბის, სახმელეთო ჯარების მე-4 ქვეითი ბრიგადის სადაზვერვო ასეულში. 2008 წლის 7 აგვისტოს, ირაკლი ბაზაძე, მიავლინეს ცხინვალში, საბრძოლო მოქმედებების ზონაში. დაიღუპა 8 აგვისტოს, დაახლოებით 14:00 საათზე, ცხინვალის მისადგომებთან, პოზიციური ბრძოლებისას, მოწინააღმდეგის მხრიდან განხორციელებული საჰაერო დაბომბვის დროს“.
ირაკლი ბაზაძე სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და მედლით ,,სამშობლოსათვის თავდადებული“. მისი სახელი მიენიჭა მის მშობლიურ სკოლას და სკვერს, სოფელ მახათაურში.
საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად გვირგვინით შეიმკო ,,შინმოუსვლელთა მემორიალი“.
პატივის მიგების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ივანაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად”,- წერია ინფორმაციაში.