საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალები ყვავილებით შეამკო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ალექსი გილაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალები ყვავილებით შეამკო. ინფორმაციას, საგარეჯოს მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას და მათი ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადეს.