სამტრედიაში კიდევ ერთ სოციალურად დაუცველ ოჯახს ახალი საცხოვრებელი სახლი გადაეცა

სამტრედიის მუნიციპალიტეტი სისტემურად აგრძელებს უსახლკარო და სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერას.

მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ამჯერად, ახალი საცხოვრებელი სახლის მფლობელი ხარაბაძის ოჯახი გახდა.

„პირადი საკუთრების გასაღები ოჯახს მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ გადასცა, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვაჟა სტურუასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად.

სოციალური პროექტის ფარგლებში:

  • 2024 წელს აშენდა 4 საცხოვრებელი სახლი;
  • 2025 წლისთვის დაგეგმილია დამატებით 7 სახლის მშენებლობა;
  • მიმდინარე წელს უკვე 4 ოჯახს გადაეცა ახალი საცხოვრებელი სახლი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები