ქუთაისში, აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალის რეაბილიტაცია დაიწყო
ქუთაისში, აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალის რეაბილიტაცია დაიწყო. ინფორმაციას, ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მემორიალის რეაბილიტაციის გამო, აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 8 აგვისტოს ბაგრატის ტაძარში გაიმართება.
,,პროექტის მიხედვით, მემორიალი სრულად განახლდება, შეიცვლება კომპოზიცია, განთავსდება ახალი ქანდაკება და ტერიტორიაზე მოეწყობა სკვერი, გამწვანებითა და განათებით.
მემორიალზე მიმდინარე სამუშაოებს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და მერის მოადგილე გიორგი ცხაკაია, მოქანდაკე გიორგი კიკვაძესთან ერთად გაეცნენ.
მემორიალის რეაბილიტაციის გამო, აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 8 აგვისტოს ბაგრატის ტაძარში გაიმართება. სასულიერო პირები დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდიან, ტაძრის ეზოში კი, აგვისტოს ომის თემაზე ფოტოგამოფენა მოეწყობა”,- წერია ინფორმაციაში.