შალვა პაპუაშვილი – ქართული მართლმსაჯულების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული ცილისწამება და თავდასხმა ევროკავშირის ზოგიერთი წევრის ხელწერად იქცა

“გავა დრო და სტრასბურგის სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებით დადუმებული ელჩები, გაიხსენებენ, როგორ შეცდნენ, როგორც არაერთხელ, ქართული სასამართლოს განაჩენის შეფასებაში,” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, მზია ამაღლობელის პატიმრობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

„გავა დრო და სტრასბურგის სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილებით დადუმებული ელჩები, გაიხსენებენ, როგორ შეცდნენ, როგორც არაერთხელ, ქართული სასამართლოს განაჩენის შეფასებაში.
მაგრამ, ისევე, როგორც არაერთხელ, არცერთი ეს საელჩო ბოდიშს არ მოიხდის. როგორც არ მოიხადეს ბოდიში სააკაშვილის საქმეზე, არ მოიხადეს ბოდიში მელიას საქმეზე, არ მოიხადეს ბოდიში გვარამიას საქმეზე, არ მოიხადეს ბოდიში რუსთავი 2-ის საქმეზე, არ მოიხადეს ბოდიში პარლამენტის შტურმის საქმეზე. საერთოდ არც ერთ საქმეზე, რომელშიც ეს საელჩოები სტრასბურგის სასამართლოში მტყუანი აღმოჩნდნენ.
სამწუხაროა, რომ ქართული მართლმსაჯულების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული ცილისწამება და თავდასხმა ევროკავშირის ზოგიერთი წევრის ხელწერად იქცა. სამწუხაროა, რომ ასე გააუფასურეს საკუთარი სიტყვა“,- წერს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს 2 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები