„ქალს ვინც დაუწყო გინება, აბა თუ შეგვერკინება?!“ – რაგბის ფედერაცია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

  „ქალს ვინც დაუწყო გინება, აბა თუ შეგვერკინება?!“, – ქართველი ბორჯღალოსნები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ერთიანდებიან და გაეროს ქალთა ორგანიზაციის კამპანიას მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებენ.
უკვე მესამე წელია, გაეროს გენერალური მდივნის კამპანიას „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ მხარს აქტიურად უჭერს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები.
„ეს ინიციატივა ძალიან , პირველ რიგში, როგორც მეუღლისა და ორი ქალიშვილის მამისთვის ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე მინდა მოვუწოდო ყველა მამაკაცსა და ბიჭს, რომ ქალის მიმართ ძალადობა სიმხდალეა და დაუშვებელია.
ეს პრობლემა, ბუნებრივია ჩემს ქვეყანაში, ახალ ზელანდიაშიც არის. ვფიქრობ, ყველა მამაკაცი უნდა დაფიქრდეს თავის საქციელზე. ქალთა მიმართ ძალადობა კერძო, ინდივიდუალური პრობლემა არ არის. ძალადობას საზოგადოება უნდა ებრძოდეს და გმობდეს. მე ვგმობ ქალთა წინააღმდეგ ძალადობას!“, – აცხადებს საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ახალ ზელანდიელი მილტონ ჰეიგი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები