სვანეთში მეწყერის ჩამოწოლის გამო საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია
სვანეთში გადაუღებელი წვიმების გამო მეწყერი ჩამოწვა.
მესტიიდან მე-100-ე კილომეტრზე კლდის მასა ჩამოიშალა, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია.
როგორც “კვირას“ მესტიის გამგებლმა კახა ჟორჟოლიანმა განუცხადა, მეწყრის შედეგად ჩაკეტილი გზა 17:00 საათისთვის გაიხსნება და საავტომობილო მოძრაობა აღდგება.
მისiვე ცნობით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები იმყოფებიან, რომლებიც მძიმე ტექნიკის დახმარებით ტერიტორიის გასუფთავებას ცდილობენ.
მათი ვარაუდით, კლდოვანი მასისგან ტერიტორიის სრულად გაწმენდას რამდენიმე დღე დასჭირდება.