“ვარდების მოედანზე” მდებარე ველოსიპედის სკულპტურა დააზიანეს
თბილისში “ვარდების მოედანზე” მდებარე ველოსიპედის ქანდაკებას მოგლეჯილი აქვს სატერფული, რომელიც სკულპტურასთანვეა დაგდებული. თუ ვინ დააზიანა სკულპტურა უცნობია, რადგან თვითმხილველი არ არსებობს. დაზიანებული ქანდაკება რამდენიმე დღის წინ შენიშნეს.
“ვარდების მოედანზე” გიგანტური ველოსიპედის სკულპტურა 2011 წელს დაიდგა.