თამთა მეგრელიშვილი: მამუკა ხაზარაძე კორუფციულ გარიგებაში იყო გერმანიის ელჩთან – ხაზარაძის ცოლსა და გერმანიის საელჩოს შორის ქონების ქირავნობის ხელშეკრულება არ არსებობდა, თუმცა მათ შორის ურთიერთობა გრძელვადიან სახეს ატარებდა და ეს შეთანხმება სამართლებრივად იყო უჩინარი
,,მამუკა ხაზარაძე კორუფციულ გარიგებაში იყო გერმანიის ელჩთან, კერძოდ, ხაზარაძის მეუღლის სახელზე არსებული ქონება გარკვეული თანხის სანაცვლოდ ნაქირავები ჰქონდა გერმანიის ელჩს, მაგრამ მამუკა ხაზარაძემ ამ ქონების გაქირავებასთან დაკავშირებული ინფორმაცია და არც აქედან მიღებული შემოსავალი არ ასახა დეკლარაციაში და მან სახელმწიფოს დაუმალა ეს შემოსავალი”,- ამის შესახებ”ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, მამუკა ხაზარაძის ცოლსა და გერმანიის საელჩოს შორის ქონების ქირავნობის ხელშეკრულება არ არსებობდა და მათი შეთანხმება სამართლებრივად იყო უჩინარი, თუმცა, ხაზარაძე-ფიშერის ამ სამართლებრივად უჩინარ ურთიერთობას ცხადად წარმოაჩენდა ელჩის მიერ ოპოზიციის პოლიტიკური ხედვებისადმი მიკერძოების მაღალი ხარისხი.
“მამუკა ხაზარაძე კორუფციულ გარიგებაში იყო გერმანიის ელჩთან, კერძოდ, ხაზარაძის მეუღლის სახელზე არსებული ქონება გარკვეული თანხის სანაცვლოდ ნაქირავები ჰქონდა გერმანიის ელჩს, მაგრამ მამუკა ხაზარაძემ ამ ქონების გაქირავებასთან დაკავშირებული ინფორმაცია და არც აქედან მიღებული შემოსავალი არ ასახა დეკლარაციაში და მან სახელმწიფოს დაუმალა ეს შემოსავალი.
ამ სამართალდარღვევას ემატება ისიც, რომ მამუკა ხაზარაძის მეუღლემ შესაბამისი სამსახურის მიერ ამ ფაქტის გარკვევის შემდეგ, გუშინ მიმართა საჯარო რეესტრს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების რეგისტრაციის შესახებ.
ანუ მამუკა ხაზარაძის ცოლსა და გერმანიის საელჩოს შორის ქონების ქირავნობის ხელშეკრულება არ არსებობდა თუმც მათ შორის ურთიერთობა გრძელვადიან სახეს ატარებდა და ეს შეთანხმება სამართლებრივად იყო უჩინარი.
ხაზარაძესა და გერმანიის ელჩს შორის ამ სამართლებრივად უჩინარ ურთიერთობას არა უჩინარს ხდიდა გერმანიის ელჩის მიერ მათი პოლიტიკური ხედვებისადმი მიკერძოების მაღალი ხარისხი.
როგორც დასტურდება გერმანიის ელჩის მიერ ოპოზიციის პოლიტიკური მხარდაჭერის საფასური ხაზარაძის ცოლის ქონების ქირაზე გადის”, – წერს თამთა მეგრელიშვილი.