ნინო წილოსანი – ეკა გიგაურის და პეტერ ფიშერის შეხვედრაზე: შეხვედრა, რომელსაც ასე გულდასმით არ ასაჯაროებდნენ, ალბათ ემსახურებოდა იმას, რომ გარკვეული დავალებები მიეღო

“გუშინდელი შეხვედრაც, რომელსაც ასე გულდასმით არ ასაჯაროებდნენ, ემსახურებოდა იმას, რომ ალბათ გარკვეული დავალებები მიეღო და მათ შორის, ერთად მოეძებნათ კანონის გვერდის ავლის გზები”,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი გერმანიის ელჩსა და “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ აღმასრულებელ დირექტორს, ეკა გიგაურს შორის გამართულ შეხვედრას.

მისივე თქმით, ეკა გიგაურის და მისი ორგანიზაციის სახელს ანტიქართული მოძრაობები უკავშირდება.

„ეკა გიგაური ერთის მხრივ წარმოადგენს „ნაციონალებს“, მეორე მხრივ – უცხოურ ძალებს. მას რა თქმა უნდა აქვს აქტიური კომუნიკაცია თავის დამკვეთებთან. გუშინდელი შეხვედრაც, რომელსაც ასე გულდასმით არ ასაჯაროებდნენ, ემსახურებოდა იმას, რომ ალბათ გარკვეული დავალებები მიეღო და მათ შორის, ერთად მოეძებნათ კანონის გვერდის ავლის გზები. ეკა გიგაურის და მისი ორგანიზაციის სახელს უკავშირდება საქართველოში ანტიქართული მოძრაობები, მათ შორის იმ ინსტიტუციების ნგრევა და დაზიანება, რომელსაც წესით უნდა აძლიერებდნენ. საქართველოში ეს [„საერთაშორისო გამჭვირვალობა“] ეკა გიგაურის ხელმძღვანელობით საქართველოსთვის მტრულ საქმიანობას ეწევა“, – აღნიშნა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები