თემურ მიქელაძე: ჰაერის დაბინძურება ხდება სამრეწველო და ავტომანქანების გამონაბოლქვით – ჰაერის დამაბინძურებლებმა შესაძლოა ნიადაგიც დააზიანოს, წყალიც და ამან შესაძლოა ონკოლოგიური დაავადებები და პრობლემები გამოიწვიოს

“ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული გართულება შესაძლოა არ გამოვლინდეს დღეს, თუმცა ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად შეიძლება განვითარდეს მოზრდილობაში გულსისხლძარღვთა სისტემის პათოლოგია, ფილტვის ქრონიკული დაავადება, სხვადასხვა ონკოლოგიური პათოლოგია”, – ამის შესახებ პედიატრმა თემურ მიქელაძემ “ქრონიკას” განუცხადა.

მისივე თქმით, ჰაერის დამაბინძურებლებმა შესაძლოა ნიადაგიც დააზიანოს, წყალიც და ამან შესაძლოა ონკოლოგიური დაავადებები და პრობლემები გამოიწვიოს.

„ჰაერის დაბინძურება ხდება სამრეწველო და ავტომანქანების გამონაბოლქვით. ცალკე არის სმოგი, როდესაც მძიმე ნაწილაკებით ბინძურდება ჰაერი. სმოგის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს გამონაბოლქვი, ან მტვრისგან მოტანილი მძიმე ნაწილაკები. განსაკუთრებით ბავშვებში ვითარდება სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობები, განსაკუთრებით ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად, უბრალოდ იმავე ბავშვებში ქრონიკული დაავადებები არ გვაქვს. ძირითადად ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვები აღიქვამენ ჰაერის დაბინძურებას, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს გულსისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის პათოლოგია. თუ არის რაიმე პათოლოგია დავუშვათ ნევროლოგიური გართულება, თავის ტკივილი, დაძაბულობა, ზედმეტი აღგზნებულობა, სუნთქვის უკმარისობის გამოვლინება, ასევე ბრონქულ ასთმასთან მდგომი დაავადებები. ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული გართულება შესაძლოა არ გამოვლინდეს დღეს, თუმცა ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად შეიძლება განვითარდეს მოზრდილობაში გულსისხლძარღვთა სისტემის პათოლოგია, ფილტვის ქრონიკული დაავადება, სხვადასხვა ონკოლოგიური პათოლოგია. ჰაერის დამაბინძურებლებმა შესაძლოა ნიადაგიც დააზიანოს, წყალიც და ამან შესაძლოა ონკოლოგიური დაავადებები და პრობლემები გამოიწვიოს. სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველანაირი ზომა, რომ ეს მავნე ზემოქმედების ფაქტორები დროულად იქნას მოცილებული“, – აღნიშნა ექიმმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები