საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 4 ოქტომბერს ჩატარების შესახებ განკარგულება გამოსცა

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მიერ გამოცემული განკარგულების თანახმად, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარდება. განკარგულება თანახელმოწერილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ.

„საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 133-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები დაინიშნოს 2025 წლის 4 ოქტომბერს”,- ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის N05/08/01 განკარგულებაში.

ინფორმაციას, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები