ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციის მდგომარეობა ამ არჩევნების წინ არის სავალალო
,,ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციის მდგომარეობა ამ არჩევნების წინ არის სავალალო და პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს არის მათი პოლიტიკის დამსახურება და პატრონების კარნახის შედეგად მიღებული შედეგი”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა, თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ,,ქართული ოცნება” სრულ მზადყოფნაშია.
„ელისაშვილს უნდა, დიდი სურვილი აქვს აქტიურად გამოხატავს. ელისაშვილთან დაკავშირებით ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ მისი კანდიდატურის შემთხვევაში ის იქნება მოტივირებული, რომ მაქსიმალურად დესტრუქციული წინასაარჩევნო კამპანია აწარმოოს.
რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ჩვენ სრული მზადყოფნა გვაქვს ამასთან დაკავშირებით, ეს მზადყოფნა არ არის მხოლოდ პარტიული ინფრასტრუქტურის და საკადრო მზადყოფნა, ეს არის ის გაკეთებული საქმე, რომელიც მუნიციპალიტეტებში მუდმივად კეთდება და მუდმივად მიმდინარეობს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.