სამაშველო სამსახურმა ბეშუმში, თოვლში ჩარჩენილ მიკროავტობუსს დახმარება გაუწია

  აჭარის მაღალმთიან კურორტ ბეშუმში, სადაც ამ დროისთვის თოვლის საფარი 5 სანტიმეტრს აღწევს, სამარშრუტო მიკროავტობუსს სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების დახმარება დასჭირდათ.
როგორც “კვირას“ აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა, ბეშუმიდან, მათ სამსახურში შევიდა შეტყობინება, რომ ავტომობილი მწყობრიდან გამოვიდა და უკან დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ.
“ჩვენი სამაშველო ჯგუფი ოპერატიულად გაემგზავრა ადგილზე და ბეშუმში ჩარჩენილებს ტრანსპორტის მწყობრში მოყვანაში დაეხმარნენ“, – განუცხადა “კვირას“ მამუკა თურმანიძემ.
მისვე ინფორმაციით, ბეშუმში ამ დრომდე თოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები