ადიგენში მუსლიმ და მართლმადიდებელ მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა
ადიგენის სოფელ მოხეს მუსლიმი მოსახლეობა კულტურის სახლის მათთვის გადაცემას ითხოვს. მათი თქმით, ამ შენობაში ადრე მეჩეთი იყო განთავსებული და ამ შენობას პირვანდელი ფუნქცია უნდა დაუბრუნდეს. ამ საკითხმა ადგილობრივებს შორის დაპირისპირება გამოიწვია სოფლის მუსლიმი მოსახლეობა აცხადებს, რომ სალოცავში ტაშ-ფანდური ვერ გაიმართება. ერთ-ერთი მართლმადიდებელი მცხოვრების თქმით, ქართველი მოსახლეობა არ დაუშვებს ამ ადგილზე იყოს სასულიერო სემინარია.
ადგილობრივი ხელისუფლების მტკიცებით, კულტურის სახლი ამ დრომდე მთავრობის ბალანსზეა და ამ შენობაში კვლავ კულტურის ცენტრის აღდგენა იგეგმება. მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებით, ცოტა ხნის წინ დასრულდა ტენდერი, სადაც გამარჯვებულმა კომპანიამ შენობაში აღდგენითი სამუშაოები დაიწყო, რამაც მუსლიმი მოსახლეობის გაღიზიანება და საპროტეტო აქცია გამოიწვია.