ყაზბეგის გამზირზე დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა სტაბილურია, მურადაშვილი კი კვლავ მძიმედაა
ყაზბეგის გამზირზე დაჭრილი პოლიციელი კონტაქტურია. ამის შესახებ პაციენტის ექიმი ნიკა ქარცივაძე აცხადებს.
“პოლიციელის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია. გონზეა, კონტაქტურია და ადექვატურია. ამჟამად მისი სასიცოცხლო ფუნქციები სტაბილურია. რაც შეეხება მეორე პაციენტს – მურადაშვილს, მისი მდგომარეობა მძიმე რჩება, უგონო მდგომარეობაშია, ხელოვნურ სუნთქვაზე. სტაბილურობა ნარჩუნდება. ისიც აგრძელებს მკურნალობას ინტენსიურ თერაპიაში“, – განაცხადა ქარცივაძემ.
შეგახსენებთ, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გუშინ ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე გამოიძახეს. ბიძინა მურადაშვილი თავის შვილს ეჩხუბებოდა, როდესაც თავისმა მეუღლემ ლელა ბეჟანიშვილმა პოლიცია გამოიძახა.
ეკიპაჟის ადგილზე მისვლისას ბიძინა მურადაშვილმა პოლიციელს ესროლა, რასაც საპასუხო გასროლა პოლიციელის მეწყვილის მხრიდან მოჰყვა. დაჭრილი პოლიციელი გუშინ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.