წყალტუბოს რაიონის მოსახლეობა სტიქიის ზონიდან ნავებით გამოიყვანეს
წყალტუბოს რაიონის სოფლი ჟონეთი მდინარე რიონის ადიდების შედეგად სოფლის მისასვლელი გზა მთლიანად დაზიანდა და სოფელი გარე სამყაროს მოწყდა.
როგორც „კვირას“ იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა კაკო ტყავაძემ განუცხადა, სოფლის ყველა მცხოვრები ტერიტორიიდან ნავებით გამოიყვანეს. მისივე განცხადებით, სოფლის ტერიოტორიაზე დარჩა ორი ავტომობილი, რომლის გამოყვანასაც მაშველები ამ დრომდე ცდილობენ.