დაცული ტერიტორიების განვითარებისთვის მსჯელობა გაიმართა

   გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ კოპაძე დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ხელმძღვანელებს შეხვდა. სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს დაცული ტერიტორიების განვითარების 2015 წლის სამოქმედო გეგმა და ამ მიმართულებით საერთაშორისო ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
გარდა ამისა, დეტალურად განიხილეს მარტვილის კანიონისა და კინჩხის ჩანჩქერის დამთვალიერებელთა ინფრასტრუქტურის მშენებლობის საკითხები.
ზურაბ კოპაძის განცხადებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს მომავალი წლის განმავლობაში სპეციალური აღჭურვილობები, ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ფოტოხაფანგები, ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობები და სხვა საჭირო ინვენტარი გადაეცემა, რაც დაცული ტერიტორიების განვითარებას, ასევე ახალი ტურისტული სერვისების დანერგვასა და ვიზიტორთა ნაკადის ზრდას შეუწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები