წალკაში კოოპერატივებს მოტობლოკები გადაეცათ
წალკის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის მცირეგაბარიტიანი ტექნიკის გადაცემას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია დაესწრო. მინისტრმა წალკის რაიონში არსებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წარმომადგენლებს 37 მოტობლოკის კომპლექტი და დამატებით 34 ხელის სათესი გადასცა.
“კოოპერატივების სამეწარმეო საქმიანობის სტიმულირების მიზნით, სახელმწიფო ახორციელებს სხვადსხვა მხარდამჭერ ღონისძიებებს, მათ შორის „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მოტობლოკებით და ხელის სათესებით უზრუნველყოფის პროგრამას“, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მიწათოქმედების განვითარებას. სოფლის მეურნეობის სამინისტრო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარებაზე ორიენტირებული ახალი პროექტების განხორციელებას და ხელშეწყობის პოლიტიკას მომავალშიც განაგრძობს“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ.