დღეს საქართველოში მოთოვს – ამინდის პროგნოზი
ხვალიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გამოიდარებს და ნალექები შეწყდება, – ამის შესახებ “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
მისივე ცნობით, ხვალიდან ჰაერის ტემპერატურა დღევანდელთან შედარებით რამდენიმე გრადუსით მოიმატებს და 15 გრადუსს მიაღწევს.
დღეს მაღალმთიან რაიონებში თოვლია მოსალოდნელი. შავიზღვისპირეთში კი, სადაც წუხელ 5 ბალიანი შტორმი დაფიქსირდა, დღის მეორე ნახევრიდან შედარებით გამოიდარებს და ქარის ინტენსივობა შენელდება.