Agile Spirit 2025-ის ფარგლებში, სამეთაურო-საშტაბო და საველე წვრთნები ჩატარდა

საქართველოში მიმდინარე მრავალეროვნული სწავლება Agile Spirit 2025 სამეთაურო-საშტაბო და საველე კომპონენტებს მოიცავს. წვრთნები კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სიმულაციური სწავლებისას გამოყენებული იყო კომპიუტერული სისტემა (JCATS). ზემდგომ შტაბს აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდია მართავდა, ხოლო საწვრთნელ აუდიტორიას დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის შტაბი წარმოადგენდა.

“სწავლების საველე კომპონენტი ნორიოს საწვრთნელ არეალში განხორციელდა. მე-2 ქვეითი ბრიგადის შტაბის მიერ გაცემული ბრძანების საფუძველზე, ამერიკელმა სამხედროებმა თავდაცვითი ოპერაცია განახორციელეს. შეტევაში საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) პირადი შემადგენლობა გამთამაშებლების დემო ჯგუფის სახით იყო ჩართული. სწავლებაში საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) საბრძოლო ტექნიკამ, ასევე აშშ-ის საფრენმა აპარატებმა და ჰამერებმა მიიღეს მონაწილეობა.

საველე კომპონენტის ფარგლებში, პირველად მიმდინარეობს თავდაცვის ძალების საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) ვალიდაცია. CTC-ის დამკვირვებელ-მაკონტროლებლები ამერიკულ ქვედანაყოფს დააკვირდნენ. თავის მხრივ, CTC-ის ინსტრუქტორებს ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობის მე-7 არმიის წვრთნების სარდლობის ინსტრუქტორთა ჯგუფი აკვირდებოდა, რომელიც შემდგომში საბრძოლო მომზადების ცენტრისთვის (CTC) ვალიდაციის მინიჭებაზეა პასუხისმგებელი,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები