ქმარმა ცოლის საყვარლის დანაშულისთვის სასჯელი მოიხადა – ქართული ოჯახის ისტორია
პორტალ „კვირას“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიას „ილიაუნიში მომხდარი ტრაგედია – სიყვარულის სამკუთხედი“ მკითხველი თამაზ სანაია გამოეხმაურა. სანაიამ კიდევ ერთი სიყვარული ისტორია კომენტარის სახით დატოვა. იგი იხსენებს, თუ როგორ წავიდა ქმარი ცოლის ნაცვლად ციხეში, ხოლო იქიდან დაბრუნებულ მამაკაცს მისი საყვარელი მეუღლე ყოფილ შეყვარებულთან ერთად დახვდა და განქორწინება მოსთხოვა.
გარდა ამისა, საბოლოოდ კი ისიც გაირკვა, რომ არა თუ საყვარელი ქალის, არამედ ციხეში მისი ყოფილი შეყვარებულის მიერ ჩადენილი დანაშაული მოუხდია.
სიყვარულის ისტორიას „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.
„ერთ ნამდვილ ამბავს მოგიყვებით…
იყო საქართველოში ერთი გოგო ღარიბი ოჯახიდან და ჰყავდა ერთი შეყვარებული რომელიც მეზობლად ცხოვრობდა… 18 წლისანი იყვნენ ორივენი… უყვარდათ ერთმანეთი და ლოგინიც გამოიარეს უკვე… მაგრამ მოხდა ისე რომ ეს ბიჭი რუსეთში წავიდა განუსაზღვრელი ვადით და ამ ბიჭთან კონტაქტი გაწყდა… ეს გოგო კი დარჩა ორსულად!
ამ გოგომ გააჩინა ბავშვი!
ოჯახის ხელმოკლეობის გამო ამ გოგოს მალევე მოუწია სამუშაოს შოვნა და მუშაობის დაწყება… მაღაზიაში!
სამუშაოს დაწყებიდან სადღაც 3 თვეში შემთხვევით გაიცნო ჯერაც დაუქორწინებელი ბიჭი, რომელიც საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან იყო… მოეწონა ამ ბიჭს ეს გოგო… შეუყვარდა კიდეც და მალევე ხელი სთხოვა…
ამ გოგომ მოუყვა ყველაფერი თავისი წარსულის შესახებ და ისიც რომ ბავშვი ჰყავდა…
ყველაფრის და მიუხედავად ამ ბიჭმა ცოლად მოიყვანა ეს გოგო!
მაშინ უკვე ეს გოგო 19 წლის იყო და ბიჭი კი 25 წლის…
ამ ბიჭმა თავისი ერთგულების დასამტკიცებლად და ის რომ მან ეს გოგო მიიღო ისეთ როგორიც იყო საქორწინო ხელშეკრულებაც კი დაუდო სადაც პირობა იყო ჩადებული რომ განქორწინების შემთხვევაში (მიზეზს არა აქვს მნიშვნელობა) ეს ბიჭი უხდიდა ამ გოგოს 50 000 ევროს! გასათვალისწინებელია ისიც რომ ოჯახის ხელმოკლეობის გამო ამ გოგოს ერთი კაპიკიც კი (მზითები) არ შეუტანია თავის ახალ შექმნილ ოჯახში (საერთო ქონება)!
შესდგა გრანდიოზული ქორწილი! ამ ბიჭის მშობებმა როგორც საკუთარი ქალიშვილი ისე მიიღეს ეს გოგო, (დედამთილმა რომ იტყვიან თავისი საგვარეულო ძვირფასეულობაც კი აჩუქა ამ გოგოს ისე როგორც ეკადრებოდა ქართულ ტრადიციას…)
ძვირფასეულობით დაამშვენეს და მორთეს ამ ბიჭის ახლობლებმაც ეს გოგო…
გაჩნდნენ ბავშვებიც… ბიჭი და გოგო! ამ გოგოს მიერ თან მოყვანილ ბავშვს კი ეს ბიჭი როგორც საკუთარს ისე ზრდიდა!
დამატებით ამ ბიჭმა იზრუნა იმაზეც რომ ამ ცოლისთვის განათლება მიეცა, (ფინანსური მხარდაჭერა, სწავლის ფული, ბავშვებისთვის მომვლელის აყვანა) ააღებინა მართვის მოწმობაც, უყიდა ძვირადღირებული ავტომობილიც, დაამთავრებინა უმაღლესიც, მოაწყო სამსახურში… ამ გოგოს დედა სამკურნალოდ გაუშვა საზღვარგარეთ… ამ გოგოს ძმა სამსახურში მოაწყო და რა ვიცი კიდევ რა… მოკლედ ეს გოგო და ამ გოგოს ოჯახი თავიდან ბოლომდე ფეხზე დააყენა ამ ბიჭმა!
ჩაცმა-დახურვა, კურორტები, მოგზაურობები და პატივისცემა ხომ თავისთავად არ აკლდა ამ გოგოს ქმრისგან!
მოკლედ ეს ბიჭი ამ გოგოს არაფერს არ აკლებდა და სრულფასოვან ქმრობას უწევდა ამ გოგოს აბსოლიტურად ყველა საკითხში!
ქმარს რაც თავის თავისთვის უნდოდა კარგი იგივე უნდოდა ამ ცოლისთვისაც… ზედ ჰყვებოდა ქმარი ცოლს როგორც თავისი სულისა და ხორცის ნაწილს, ვერანაირად ვერ წარმოედგინა თავის თავი ამ გოგოს გარეშე და სრუად ენდობოდა ამ გოგოს!
ამ ცოლს რომ დასჭირვებოდა ქმარი საკუთარ სულსაც კი გაიღებდა თავისი ცოლისთვის…
…მაგრამ როგორც კი ეს გოგო ფეხზე დადგა, თავისი შემოსავალი გაუჩნდა და დამოუკიდებლად საზოგადოებაში გამოვიდა, ეგრევე დაიწყო ქმრის მიმართ ჭირვეულობები, ჯიუტობები, ცხვირის აწევები, თავნებობა, თავის დაფასება, საზოგადოებაში ქმრის მიმართ უხეში შეპასუხებები და შეტლიკინებები, ბავშვების მოვლის მთლიანად მომვლელზე გადაბარება, ოჯახური საქმეების მთლიანად დამხმარეზე (მოსამსასხურე) გადაბარება… ლოგინში ჭირვეულობები და ქმრის ,,ნახუიზე” გაშვება!
ქმარი მიუხედავად ამ ყველაფრისა სიყვარულის და გამო მაინც დიდსულოვნად ითმენდა ცოლის ამ ,,დამოუკიდებლობას”!!!
ამასობაში გადის 10 წელიც… (ეს ცოლი უკვე 29 წლისაა) და აქ ხდება უბედურება… ეს ცოლი ახდენს თავისი ავტომობილით ავარიას და ჰკლავს გამვლელს…
დამფრთხალი ცოლი პირველ რიგში ტელეფონზე ურეკავს რესტორანში მოქეიფე თავის ქმარს და ეს ქმარიც პოლიციის მისვლამდე პირველი მიდის ადგილზე…
სიტუაციის ადგილზე გაანალიზების შემდეგ ეს ქმარი გადაწყვეტს, რომ თავის თავზე აიღოს ეს ავარია და შესაბამისად მკვლელობაც…
მოკლედ ქმარი ცოლის მაგივრად ,,სროკზე” მიდის!
ამ ქმარს სასამართლოზე მიუსჯიან 7 წელს… მაგრამ 6 წელიწადში მოულოდნელი ამინისტიის (და სხვა რამის გამოც) შემდეგ ეს ქმარი ასევე მოულოდნელად ბრუნდება სახლში და რას ხედავს… ეს ცოლი იმ თავის ძველ, რუსეთში დაკარგულ შეყვარებულთან გორაობს ლოგინში რომლისგანაც ის პირველი ბავშვი გაუჩნდა…
ატყდება ერთი აყალ-მაყალი და დიდი გარჩევების შემდეგ ეს გოგო უცხადებს ქმარს რომ აღარ უყვარს და უნდა რომ გასცილდეს! … და შესაბამისად ითხოვს იმ 50 000 ევროსაც (არის ეჭვი რომ იმ ძველმა შეყვარებულმა გადაიბირა)!!!
აქვე ირკვევა რომ იმ ავარიის დროს ეს ქალი თავის ამ ძველ ,,შეყვარებულთან” ერთად იმყოფებოდა ავტომობილში და ზუსტად ეს საყვარელი იჯდა საჭესთან… ანუ გამოდის რომ ამ ქალმა თავისი საყვარლის მაგივრად თავისი ქმარი გაუშვა ციხეზე!
ისმება კითხვა: რისი ღირსია ეს ქალი?
ქმარი უბრალოდ ადგეს და დიდსულოვნად (არამურთაზულად) გაუშვას თუ ცემაში ამოხადოს სული???“, – წერს მკითხველი თამაზ სანაია.